პარასკევი, 2024-04-19, 7:38 PM
barsa1994.tk
 
Site menu

News topics
მთავარი [0]
თამაშები [55]
კინო [50]
ვიდეოები [2]
მუსიკა [18]
კლიპები [7]
პროგრამები [53]
caunter strike [1]
სპორტი [9]
+18 [2]
სხვა [10]
პრიკოლები [1]
მობილურისთვის [4]
სერიალები [4]

Tag Board

Our poll
კიდევ შემოხვალთ საიტზე?
სულ პასუხი: 32

Main » 2009 » იანვარი » 6 » qartvelis kariera barsashi
qartvelis kariera barsashi
10:09 PM
ბარსელონამ ქართველი დაიტოვა, ჭანტურიას ბედი სამ დღეში გადაწყდა
 
 
 
 
გუშინ მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - "ბარსელონამ", პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, ქართველი ფეხბურთელის დატოვება გადაწყვიტა. საქმე ეხება საფეხბურთო სკოლა "საბურთალოსა" და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელ გიორგი ჭანტურიას. ის ბარსელონაში 4 დეკემბერს გაემგზავრა და თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, სამკვირიანი სტაჟირება უნდა გაევლო.
15 წლის ფეხბურთელისთვის 3 დღე საკმარისი გამოდგა - გიორგიმ პირველივე საკონტროლო შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც დაამატა. ამას გარდა, რამდენიმე პოზიციაზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მწვრთნელს თავი მოაწონა.
გიორგიმ მეორე მატჩი უფროსი ასაკის გუნდში ჩაატარა და კვლავ მოწონება დაიმსახურა. როგორც შევიტყვეთ, მისი დატოვება "ბარსას" მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ერთ-ერთ ასისტენტის მოთხოვნით გადაწყდა.
ეს ამბავი "საბურთალოს" სკოლის გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ გაგვიმხილა: "ჭანტურია "ბარსელონაში" მოეწონათ და გადაწყდა, რომ ამ იქ გააგრძელებს ვარჯიშს. რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია, ჩვენი სკოლის, თემურ ფოცხვერიას და გიორგი დევდარიანის გაზრდილი ფეხბურთელი ესპანურ გრანდში რომ მოეწონათ. მას ახლა წინსვლის მშვენიერი შანსი გააჩნია. იმედია, გიორგი ამ შესანიშნავ შანსს გამოიყენებს, ბევრს იშრომებს და დიდ ფეხბურთს ითამაშებს. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული".
საინტერესოა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა "საბურთალოს" ხმაურიანი პიარ-კამპანიისთვის არ გამოუყენია. ამას ჭუმბურიძე ბუნებრივად მიიჩნევს:
"საბურთალო" იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ საქართველოს ნაკრებს მომავალი თაობები გაუზარდოს. რა თქმა უნდა, "ბარსელონაში" 15 წლის ბავშვის მოხვედრაც მოვლენაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ჭანტურია ლეო მესის გვერდით თამაშებს. ჩვენ ის გაგვიხარდება, მონდომებითა და შრომით დიდ "ბარსელონამდე" თუ მიაღწევს".
ჭანტურია მალე თბილისში დაბრუნდება, საშობაო არდადეგებს სამშობლოში გაატარებს, 8 იანვარს კი ისევ ესპანეთში გაემგზავრება. ის პირველი ქართველი მოთამაშეა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ამ გრანდში ჩარიცხვის პატივი ერგო. ჭანტურია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრია. უნგრეთში გამართულ შესარჩევ ციკლში 2 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ამასთან, 1991-92-წლიანების ჭაბუკთა ლიგაში, "საბურთალო - U16"-ის შემადგენლობაში, ტურნირის ბომბარდირია.
"საბურთალომ" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. მაისში მისი პარტნიორი გახდა ცნობილი გერმანული კლუბი "მაგდებურგი", რომელთანაც თანამშრომლობაზე ხელშეკრულება თბილისში, "ფოლკსვაგენის" ცენტრში გაფორმდა. შეთანხმება რეალურ პარტნიორობაშიც გადაიზარდა.
"იანვარში "საბურთალოს" ხუთ საუკეთესო მოთამაშეს და გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანს "მაგდებურგში" ორთვიან სტაჟირებაზე გავუშვებთ. ეს თითოეულ მათგანს წაადგება, "საბურთალოსაც" და, რაც მთავარია, ქართულ ფეხბურთს. იგივე ჭანტურია, იმედია, შანსს გამოიყენებს და ქვეყანას ასახელებს" - გვითხრა ჭუმბურიძემ.
 
 
 
Category: სპორტი | Views: 942 | Added by: barsa1994 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Login form

News calendar
«  იანვარი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

Search

Site friends

Statistics

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024Website builder - uCoz